ოლაფ შოლცი - გერმანია საქართველოს აქტიური პარტნიორი იქნება, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპის გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა
ოლაფ შოლცი - გერმანია საქართველოს აქტიური პარტნიორი იქნება, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპის გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა

გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი, ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით, რეკლამას ვუწევდით, რათა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამას წარმატებით მივაღწიეთ, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია საქართველოს აქტიური პარტნიორი იქნება, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა.

„რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. არის იმის ძალიან გრძელი ჩამონათვალი, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. თქვენ იცით ეს კრიტერიუმები. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს. საქართველო უნდა მიჰყვეს ევროპის, ევროკავშირის მასშტაბებს. აქვე შედის ინსტიტუციონალური, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.