ოლაფ შოლცი - გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა
ოლაფ შოლცი - გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ოლაფ შოლცმა პარიზში გააკეთა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შოლცი და მაკრონი ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავის აღსანიშნავად შეხვდნენ ერთმანეთს.

„ჩვენ ვწერთ ევროპის ისტორიის შემდეგ თავს და არ დავუშვებთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს იმ დროს, როდესაც ძალადობა ცვლიდა პოლიტიკას და ჩვენი კონტინენტი დაქუცმაცებული იყო სიძულვილითა და ეროვნული მეტოქეობით. ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, რომ უკრაინას მივაწოდოთ ჯავშანტრანსპორტიორები და სადაზვერვო მანქანები, ასევე საზენიტო ბატარეა, არის ჩვენი კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა, ერთად, როგორც ევროპელები, ევროპული მშვიდობის პროექტის დასაცავად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

თავის გამოსვლაში უკრაინისადმი მხარდაჭერა საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურად მოქმედებას უკრაინის დასაცავად. 24 თებერვლის შემდეგ ჩვენი ერთობა არ დარღვეულა. არც პასუხისმგებლობისთვის აგვირიდებია თავი. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი გაგრძელდება ყველა სფეროში“, – განაცხადა მაკრონმა.