ოლაფ შოლცი - ევროკავშირში არსებობს დისკუსია, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება
ოლაფ შოლცი - ევროკავშირში არსებობს დისკუსია, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება

ევროკავშირში არსებობს დისკუსია, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ეს საკითხი ევროკავშირში ჯერ არ არის გადაწყვეტილი და, დიდი ალბათობით, არც იქნება.

გერმანიის კანცლერს პრეკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „თქვენ ისაუბრეთ გამჭირვალობის კანონზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ ფორმით საქართველო არ მიიღებს კანონს. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისიასაც აქვს იგივე სახის ინიციატივა ინიცირებული. ვიცით, რომ ევროპაში აქტუალურია ამ სფეროს რეგულაციები, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი. ჩვენთვის საინტერესოა, ამ ფონზე რატომ არიან შეშფოთებული ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე ან მსგავსი ფორმით არსებული რეგულაციები მოქმედებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში?“ პასუხად ოლაფ შოლცმა აღნიშნა:

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.