ოლაფ შოლცი - ევროკავშირს თუ სურს ახალი წევრები, საჭიროა შიდა რეფორმები, ეს არაერთხელ მითქვამს, მოხარული ვარ  გრანადაში შეთანხმებით, რომ გაფართოება და ევროკავშირის რეფორმები პარალელურად მოხდება
ოლაფ შოლცი - ევროკავშირს თუ სურს ახალი წევრები, საჭიროა შიდა რეფორმები, ეს არაერთხელ მითქვამს, მოხარული ვარ გრანადაში შეთანხმებით, რომ გაფართოება და ევროკავშირის რეფორმები პარალელურად მოხდება

ევროკავშირს თუ სურს, მიიღოს ახალი წევრები, მან უნდა უზრუნველყოს, რომ განაგრძობს ფუნქციონირებას და ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა ეს განცხადება ევროპული საბჭოს სხდომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ, ევროკავშირის წევრებმა გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს არის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და ამ ქვეყნებს აძლევს მკაფიო პერსპექტივას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა. ჩვენ ასევე მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი რეფორმები განხორციელდება. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით კი გამოვთქვით მზადყოფნა, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი დონე იქნება მიღწეული. ვიმედოვნებთ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მარტში შევძლებთ. ასევე, მივაღწიეთ შეთანხმებას და პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. ეს ქვეყნები 20 წელზე მეტია, ელოდებიან დაპირების შესრულებას, რომელიც საბჭომ გააკეთა. ევროკავშირს თუ სურს, მიიღოს ახალი წევრები, მან უნდა უზრუნველყოს, რომ განაგრძობს ფუნქციონირებას და ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმები. ეს არაერთხელ აღმინიშნავს ბოლო 18 თვის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ გრანადაში ოქტომბერში ჩვენ შევთანხმდით, რომ გაფართოება და ევროკავშირის რეფორმები პარალელურად მოხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.