ოლაფ შოლცი - ალექსეი ნავალნის გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას
ოლაფ შოლცი - ალექსეი ნავალნის გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას

დიდი ალბათობით, ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა, ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს.

როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას.

„საბოლოოდ არ არის დადასტურებული, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას ბერლინში შევხვდი, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა, ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან ეს სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. ვინც აკრიტიკებს, დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს სიცოცხლის და უსაფრთხოების. სწორედ ამიტომ ვართ შოკირებულები. ჩვენი ფიქრები მის მეუღლესთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთანაა. უბრალოდ, საშინელებაა და იმის მანიშნებელია, როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას, ეს, უკვე დიდი ხანია, დემოკრატია არ არის“, – აცხადებს შოლცი.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.