ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას
გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „წარმატებით დაამშვიდებდა სიტუაციას“.
„არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება, თუნდაც იმ სურათის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია“, – აღნიშნა შოლცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.