„ოლ ბლექსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
„ოლ ბლექსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდის ცნობით „ოლ ბლექსის“ ახალ მთავარ მწვრთნელად იან ფოსტერი დაინიშნა. 54 წლის სპეციალისტი, რომელიც ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში სტივ ჰანსენის ასისტენტი რვა წელი იყო, ამჯერად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის კიდევ 4 წევრს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.

„ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი გამოწვევაა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობა. ძალიან ვამაყობ ბოლო რვა წლის მიღწევებით, რაც ნაკრებს ჰქონდა. მინდა რომ ჩემი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინო. მოუთმენლად ველოდები სამუშაო პროცესის დაწყებას და იმ შესანიშნავი მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც მე მერგო“-განაცხადა „ოლ ბლექსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

„ოლ ბლექსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა დაკავებული თანამდებობა 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დატოვა.