ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა.

სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერს, იური იგნატს ​აფეთქების შესახებ კომენტარი სთხოვეს, რომელმაც თქვა, რომ არ არის უფლებამოსილი კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მიანიშნა, რომ მსგავსი მოვლენები გაგრძელდება.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.

ამასთან, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყირიმზე უკრაინის თავდასხმების მხარდაჭერის შესახებ ვიქტორია ნულანდის განცხადება კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობას ადასტურებს.