ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

13:30, 13.11.2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ხვალ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – იტყობინება ადგილობრივი მედიასაშუალება „ოსინფორმი“.

გამოცემის ინფორმაციით, ბიბილოვი მოსკოვში დღეს ჩავიდა, თავად რუსეთის პრეზიდენტის „მიწვევით“.

„შეხვედრაზე“ განხილულ იქნება მთელი რიგი კომპლექსური საკითხებისა ე.წ. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, პირველ რიგში კი სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე რეგიონული და „საერთაშორისო“ პრობლემების, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით“, – წერს „ოსინფორმი“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტი მოსკოვში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი