ოკუპირებული ცხინვალისა და რუსეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა

16:23, 02.01.2018

ტრანსკავკსიური ავტომაგისტრალი გახსნილია და ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტომაგისტრალი გუშინ ჩაიკეტა  და გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა.

დე-ფაქტო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.

მსგავსი