ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ზღუდერის ეკლესიაში ხატები და საკურთხეველში ტრაპეზი დაამტვრიეს - დამნაშავე დაკავებულია
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ზღუდერის ეკლესიაში ხატები და საკურთხეველში ტრაპეზი დაამტვრიეს - დამნაშავე დაკავებულია

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს, – ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ, ეკლესიის დარბევის შესახებ ე.წ. პოლიციაში „მღვდელმა“ განაცხადა.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე „გამოძიების“ ფარგლებში უკვე დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი  პირი – 22 წლის ახალგაზრდა ცხინვალიდან, რომელმაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული უკვე აღიარა.

ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით თარიღდება.