ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, 23 დეკემბრის შემდეგ, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ახალგორში, მიმდებარე სოფლებსა და სხვა რაიონებში, სადაც ადგილობრივების უმეტესობა გასათბობად ელექტრომოწყობილობებს იყენებს, რამდენიმე დღეა მძიმე მდგომარეობაა. გამგებლის თქმით, რეგიონში შეშის მოჭრა აკრძალულია. ასევე, მწყობრიდანაა გამოსული კომუნიკაციის საშუალებებიც.

23 დეკემბერს, ვლადიკავკაზში, ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, 26 დეკემბერს დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.