ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობაზე განაცხადი წარადგინა
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობაზე განაცხადი წარადგინა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძაპშბამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი წარადგინა.

ლეონიდ ძაპშბა ამბობს, რომ შეძლებს მმართველი რგოლის შექმნას არა პირადი სიმპათიებით, არამედ პროფესიონალური შესაბამისობით. ძაპშბა ასევე აცხადებს, რომ ე.წ. პრეზიდენტის არჩევამდე ანტიკორუფციული კანონის მიღების მომხრეა.

პოლიციის გენერალ-მაიორი, ლეონიდ ძაპშბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 და 2019 წლებშიც მონაწილეობდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მანამდე, ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გამოთქვა. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებმა აფხაზურ ენაზე გამოცდები უნდა ჩააბარონ.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა საპროტესტო აქციების შემდეგ 12 იანვარს დატოვა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.