ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს

23:20, 11.02.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს. როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, კანდიდატების მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადა 11 თებერვალს ამოიწურა.

ე.წ. ცესკოში დოკუმენტები წარადგინა: ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ, ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრმა, ადგურ არძინბამ და ე.წ. შსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ ძაფშბამ.

ე.წ. ცესკოში დოკუმენტები არ წარუდგენია რაულ ხაჯიმბას, რომელმაც დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე დატოვა.

ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები 22 მარტს არის დაგეგმილი. აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

მსგავსი