ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი კანდიდატის, ოლეგ არშბას გუნდმა დამარცხება აღიარა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი კანდიდატის, ოლეგ არშბას გუნდმა დამარცხება აღიარა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი კანდიდატის, ოლეგ არშბას გუნდმა ე.წ არჩევნებში დამარცხება აღიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, არშბას გუნდმა მოწინააღმდეგეს გამარჯვება უკვე მიულოცა და მათ მეორე ტურში გამარჯვება უსურვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედგების მიხედით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი და მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ხმის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემები სავარაუდოდ ორ საათში გახდება ცნობილი.