ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია გერმანიაში სამკურნალოდ სპეცრეისით ჩაიყვანეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია გერმანიაში სამკურნალოდ სპეცრეისით ჩაიყვანეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია სპეცრეისით გერმანიაში ჩაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში მყოფი ბჟანიას ე.წ. შტაბის უფროსი თეიმურაზ ხიშბა ავრცელებს.

მისი თქმით, ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომაროება გაუმჯობესდა. ხიშბას განაცხადებით, ის გერმანიიდან მოსკოვში ჩასულმა ექიმმაც მოინახულა და განაცხადა, რომ პაციენტის გერმანიაში ტრანსპორტირება დასაშვებია.

„დღეს ასლან ბჟანია სპეცრეისით ჩაიყვანეს გერმანიაში, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს. თვითმფრინავი უკვე დაეშვა ბერლინში“, – აცხადებს ხიშბა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია 18 აპრილს ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, 19 აპრილს კი, მოსკოვში გადაიყვანეს. ამის გამო, ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადადება მოითხოვეს. საბოლოოდ, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერები ამ მოთხოვნის შესრულებას დასთანხმდნენ და ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად 25 აგვისტოს გაიმართება.