ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია აცხადებს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, ის სარჩელს ე.წ. სასამართლოში 10 სექტემბერს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. 9 სექტემბერს კი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 47,39 პროცენტით გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, ე.წ. არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

დატოვე კომენტარი