ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმებას აანონსებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმებას აანონსებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმება დაანონსა. ამასთან ერთად, როგორც ასლან ბჟანია ამტკიცებს, „აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის პასპორტებს უფრო იოლად მიიღებენ“.

„შეთანხმება მზადაა, ის შეთანხმებულია აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის და უახლოეს ხანში გაფორმდება. რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესი და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით განისაზღვრება“, – ამბობს ბჟანია.

მანამდე, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა „ორმაგი მოქალაქობის“ შესახებ ე.წ. შეთახმება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობასთან გააფორმა.

დატოვე კომენტარი