ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა“.

მათივე განცხადებით, ე.წ. არჩევნებში 47,38%-ით მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიბმა იმარჯვებს.

ამავე დროს ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ „მათ განიხილეს ოპოზიციონერ კანდიდატ ალხას კვიცინიას მიმართვა, რომელიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა და ეს მიმართვა უარყოფილია“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ „არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს“.