ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრში წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯანიების დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯას და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის იმყოფება რამდენიმე ე.წ. დეპუტატი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა, იმართება. წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილ ინალ ჯაბიევს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა. ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს შვიდი თანამშრომელი.