ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში სროლის დროს ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ქუჩაში მომხდარ ორმხრივ სროლაში ორი ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ხელშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა არ სახელდება.