ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამ დროისთვის კარანტინში 138 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, 116 სამედიცინო დაწესებულებებში.

30 მაისის მონაცემებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ინფექციურ განყოფილებებში რვა ადამიანი იმყოფება, რომლებსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა. მას შემდეგ, ლაბორატორიულად „კოვიდ-19“-ის 39 შემთხვევა დადასტურდა.