სოფელ თაგილონში 1986 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც დაკავებამდე თბილისში ცხოვრობდა
სოფელ თაგილონში 1986 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც დაკავებამდე თბილისში ცხოვრობდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 1986 წელს დაბადებული ზ.შ. დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.შ. მიმდინარე წლის აპრილში, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დააკავეს, დაკავებამდე კი თბილისში ცხოვრობდა.

ე. წ. აფხაზეთის შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზ.შ-ზე ძებნა იყო გამოცხადებული. ზ. შ. 2013 და 2014 წლებში გალის რაიონში მომხდარ ყაჩაღობებში იყო ეჭვმიტანილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ზ.შ-ს ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავების ფაქტს. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი.