ოკუპირებულ აფხაზეთში, სამარხში ძვირფასი სამკაულები აღმოაჩინეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სამარხში ძვირფასი სამკაულები აღმოაჩინეს

ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი უმდიდრესი სამარხი აღმოაჩინეს. ძვირფასი სამკაულები გუდაუთის რაიონში, აჩანდარაში იპოვეს.

სამარხს ადგილობრივმა მცხოვრებმა, რუსტამ ჩხაბელიამ მიაგნო. სამარხში განთავსებული იყო ადამიანის ჩონჩხთან ერთად, ბრინჯაოს მუზარადი, შუბები, ორნამენტები, აღმოსავლური სტილის ნახატებით შემკული ვერცხლის თასი, სკვითების სატევარის ტიპის ორი ხანჯალი და ოქროს სამკაულები საკინძეებით.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი, არკდი ჯოპუა აცხადებს, რომ სამარხში აღმოჩენილი ნივთები, სავარაუდოდ, ძვ.წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება.

ადგილობრივი არქეოლოგების მტკიცებით, ოქროს სამკაულებს უდიდესი ღირებულება აქვს.