ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღეღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 466 ადამიანს, კოვიდ – 19 დაუდასტურდა 98 ადამიანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 233 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში, კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 92 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4976 ადამიანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 6 717 ადამიანი.