ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 340 ადამიანს ჩაუტარდა, 78 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1 932 წელს დაბადებული მამაკაცი.

სულ კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში 220 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 002 შემთხვევა დაფიქსირდა და 13 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი