ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 177 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 30 პირს.
ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 458 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 214 და გამოჯანმრთელდა 12 876 ინფიცირებული პაციენტი.