ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21:28, 11.03.2021

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 161 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ დაუდასტურდა 13 ადამიანს. ხუთი კოვიდცენტრში 50 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13024 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 203 და გამოჯანმრთელდა 12 440 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მსგავსი