ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 100 შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 100 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა და ინფექცია 100 ადამიანს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, 128 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 839 შემთხვევაა დაფიქსირებული, 36 ადამიანი გარდაიცვალა, 1 464 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.