ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
31 დეკემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 379 პირს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 95 ადამიანს დაუდასტურდა.
30-31 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან სამი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა, კიდევ სამი კი სოხუმში განთავსებულ რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვალების 123 შემთხვევაა გამოვლენილი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 8 920 შეადგენს.