ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 402 ადამიანს, მათგან 79 პირს ვირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 103 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული, 1932 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა.

ასევე, ერთი პაციენტი, 1936 წელს დაბადებული ქალი მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 47-ს შეადგენს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 505 შემთხვევაა დაფიქსირებული.