ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 214 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 68 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 129 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 380 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 3 616, გარდაიცვალა 68 პაციენტი.

დატოვე კომენტარი