ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 427 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ 68 ადამიანს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 113 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

29 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული ქალბატონი. მეორე პაციენტი სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში. სულ გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს 38.

გამოჯანმრთელდა 2 170 პაციენტი. ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 126 შემთხვევაა დაფიქსირებული.