ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 390 ადამიანს, მათგან 63 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 109 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 42 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 557 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 623 ინფიცირებული პაციენტი