ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22:48, 25.01.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 471 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან 58 „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში 263 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 160 ადამიანი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11216 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8992 პავიენტი.

მსგავსი