ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 511 ადამიანს, მათგან 56 კორონავირუსი დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში 224 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 620 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 178 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 10198 ადამიანი.