ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 253 ადამიანს, მათგან 52 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 179 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 32 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა, მობილურ ჰოსპიტალში კი ერთი. სულ გარდაცვლილია 55 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2929 ადამიანი. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 4 772 შეადგენს.