ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 230 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ დაუდასტურდა 47 ადამიანს. ექვს კოვიდცენტრში 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 12 106 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 765 კოვიდინფიცირებული პაციენტი.