ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21:05, 05.04.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 179 ადამიანს, 32 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ხუთ კოვიდცენტრში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 215 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 542 შემთხვევა დაფიქსირდა და 13 052 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი