ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 289 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 39-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში 198 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 29 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო დღე-ღამეში ერთი პაციენტი, 1937 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 800 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 10 625 პაციენტი, გარდაიცვალა 181 პირი.