ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 209 ადამიანს, მათგან 36-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხუთ კოვიდცენტრში 60 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 255 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 209 და გამოჯანმრთელდა 12 683 კოვიდინფიცირებული პაციენტი.