ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 208 ადამიანს. კორონავირუსი დაუდასტურდა 34 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 141 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას მათგან 36 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა კოვიდდადასტურებული პაციენტი, 1 943 წელს დაბადებული მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 101, 52 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 470 ადამიანი.