ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 184 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 30 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 73 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 1941 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 428 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 876 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 214 კი გარდაიცვალა.