ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 183 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 26 პირს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 300 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 801 პაციენტი, 211 კი გარდაიცვალა.