ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზური მედიის ცნობით გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 260 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 24 პირს.

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 103 ინფიცირებული პაციენტი, 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 075 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 226 და გამოჯანმრთელდა 14 099 ინფიცირებული პაციენტი.