ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 470 ადამიანს, მათგან 133 ადამიანს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ექვსი კოვიდცენტრში 216 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ, კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 129 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7 027 ინფიცირებული.

ჯამში, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 182 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი