ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.

საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ოთხ დღეში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი აღნიშნული მაჩვენებელი 55-ს შეადგენს.

ინფიცირებულთაგან 17 გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, 37 გამოჯანმრთელდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.