ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21:58, 20.02.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 170 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსი ცხრა ადამიანს დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 115 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 16-ის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 680 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 195 და გამოჯანმრთელდა 11 980 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მსგავსი