ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 269 ადამიანს, მათგან 90-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში ჯამში 119  პაციენტი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 74-ს აღწევს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  სულ 5 648 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 3 654 ადამიანი.