ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 61 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 167 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის რვა პაციენტი გარდაიცვალა.